კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

გალაკტიონ ტაბიძეს

 

ნეტავი ვიყო ღიმილი

ლამაზი გაზაფხულისა,

რომ შემოვევლო ყვავილებს

როგორც სურვილი გულისა.


ან ვიყო წმინდა ცვარ-ნამი,

ვარდზედ დაყრილი დილისა -

წამლად სახმარი, მკურნალი

სუყევლა დავრდომილისა.


ან ვიყო კიდევ ოცნება

უმანკო სიყვარულისა,

ყველგან მავალი ვით სხივი

ცხრა თვალა მზეთა გულისა.


რომ შემოვევლო ქვეყანას,

მთა-ბარი შემოვიარო

ყველას დარდი და ვარამი

შუაზედ გავიზიარო...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შიო მღვიმელი  • • •   შიო მღვიმელის პოეზია

მსგავსი თემები