როცა სოფელს შთანთქავს ღამე, ჩასთვლემს მთა და ველი როცა, თურმე, სუნთქვას შეწყვეტს ფიქრის საბერველი. ვიღაც კაცი ამ დროს აწყობს საქმეს გულშემზარავს. და ვით გველი არღვევს მიწას სამახსოვრო ქვებთან. დააგროვებს ცაცხვის ძირში მკვდრების დამხმარ თავებს. გადაცვეთილ თავის ქალებს ფრჩხილით, გაწმენდილით. საქმეს ჩადის ღვთისგან კრულსა და არ გასამხელსა. წვალობს ღამით. ქრება დილით. მას მზე ვეღარ ასწრებს. ნახვა კაცის დაწყევლილის გახდა დასაკვეხნად. და არას დროს არ ისვენებს მისი მარცხის ხელი. მკვდარი თავის საიდუმლოს რკინის გულზე სერავს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |