კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ზღვა ირხევა, -

ნაკეც-ნაკეც ათამაშებს ზვირთთა - ნავებს,

ზეგაწოლილს ჩემს მაგარ ტანს, არხევს, არწევს, აქა - ნავებს.


მზე ტანს იბანს, -

ცხელი თითით აგზნებს, მიშლის თმის და - ლალებს,

ტალღის ნელი პეშვით მკოცნის, უხვად მაყრის სისხლის - ლალებს.


ვერთვი თვლემას, -

ნელინელ თვალს ენისლება სიზმარ - ეთი,

აღარ მახსოვს, თუ ვინა ვარ, ზღვის თვალი თუ მზის ნაკვ - ეთი.


ტანს მეხვევა

ვაჟი ვიღაც, ლაღი, შმაგი, უხვი, ვრ - ცელი:

ტკბილი ვნებით იკეცება ჩვენი ქაფის სარე - ცელი.


თვალს ავახელ, -

ეს რა არის?! თითქო გვერდით არვინ სჩ - ანდეს!

და ვით შეშლილს მეწყურება დაბრუნება იმა ლ - ანდის.


ტალღა ტალღის

შლის ნატერფალს, ზვირთნი ჰქმნიან ახალ - ნავებს,

და ხალალასი ზღვა მარადის ჩემს თანს ზანტად აქა - ნავებს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გრიგოლ რობაქიძე  • • •   გრიგოლ რობაქიძის პოეზია

მსგავსი თემები