არ დაგიდევდათ არარად ამინდს, ხან მზე ხან წვიმა ხან თოვლი ეცვა. და ნადირობის ურიცხვი წამი, ულაპლაპებდა უთვალავ ბეწვად. პატრონს აუხდა დიდი სურვილი და კიბის ძირში ბებერი ძაღლი, დარჩა ჩატეხილ საფეხურივით. მიტოვებული ძაღლის წკმუტუნით. და ძილგატეხილ ღამის დარაჯებს, თვალს სწვავდა როგორც მწარე თუთუნი. ასე ერთგული არ შეიბრალეს. ჯაჭვი არ ება მაგრამ კისერზე, ჯაჭვივით ება წელთა სიმრავლე. ემწუთხა გზები როგორც მარილი. მალე სიკვდილი ძველ მონადირეს, მიადგა ნაცნობ მეძებარივით. სიკვდილის გეში შეუმცდარია, თურმე სიკვდილი ყველაზე დიდი, და ჯიშიანი მეძებარია. მხოლოდ ხანდახან ლეკვობს ნატრობს, გაიპარება სასაფლაოზე და არ ასვენებს საფლავში პატრონს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |