არც ცოლის მჯერა, არც შვილის, არც მეგობრების მჯერა, ვზივარ და გასამგზავრებელ ჩოხა-ახალუხს ვკერავ. ჩემიანების გუნდი, მკერდზე ვემთხვევი მამაჩემს, ამაყს, გულუხვს და გულდიდს. წარბშეკვრით საყვედურს მკადრებს დედა, დედის გარშემო სულმნათი ანგელოზები სხედან. ჩემი სისხლის და ჯიშის, ამაოდ მქონდა აქ მოსვლის უჟმურშეყრილი შიში. |