სულზე მოუსწრო წვიმამ აგარაკს, ისევ აგორდა ჭორის გორგალი ზოგან ფარულად, ზოგან აშკარად ჩამოარიგა ეჭვი ორგვარი. იქცნენ ყურებად, უცებ ყველანი დაპატარავდნენ, მაგრამ ამინდის დამსახურება აღარ ახსოვდათ სახლის კარამდეც. დილა ისეთი და მზემ ჩრდილები ისე არია, უკვე არავინ აღარ უსმენდა ცნობილი ჭორის ახალ ვარიანტს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |