ბერმუხას ელვამ მკერდი გაუპო: მეხი დაეცა მახლობელ ტყეში, ზეცა ცრემლებად ჩამოიღვარა, მთებმა გადივლეს ღვარი და თქეში. მზე, ოქროს ფერი, ცაზე გამოჩნდა, იმის მწველ სხივებს მიწის სინესტემ ვეღარ გაუძლო, ნისლად აორთქლდა. მოუყვებოდნენ მონადირენი, უცებ დალანდეს: მაღალ შამბნარში ჩაჩოქილიყო ფური ირემი. თუ არ დაგჭირდა შრომა და გარჯა.. ერთმა სულსწრაფმა ვერ მოითმინა, დაჩოქილ ირემს თოფი უმარჯვა. ნუთუ ის თვითონ ვერა ხვდებოდა?.. კავკასიონზე საქართველოს ტყეს ერთი სიცოცხლე ემატებოდა. |