კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მწვანედ ლივლივებ, კამკამა ტბაო

ფსკერზე გფენია ხალიჩა-მოლი...

მეშინის, მე შენს სალოცავს ვფიცავ,

ქვეყანა თავზე მენგრევა მგონი:

გრგვინავს, ზანზარებს შურთხის სამეფო,

დიან თოვლწყალნი გულთამზარავნი...

მზის გადახრისას ჭიუხთა თავზე

გაიბმებიან მშვილდისარანი...

შენ კი... წყნარად და მშვიდად ირხევი -

იდუმალება რაიმე იცი?

მიწა და ზეცა შებმია ერთურთს...

მეშინის, მე შენს სალოცავ ვფიცავ!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ანა კალანდაძე  • • •   ანა კალანდაძის პოეზია

მსგავსი თემები