კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ღირსება -

ათში,

ერთს თუ ამშვენებს,

ვაშენებთ

კოშკებს

ჩალის სართულთა,

ვაშენებთ?..

ისევ ვანგრევთ, -

ნაშენებს,

ცხოვრება,

ასე,

უფრო გართულდა...


გაძღა,

გაბევრდა, -

ირგვლივ,

მგლის ფარა,

თუმც,

ქათმებივით,

გააქვთ კაკანი,

ბევრს -

პარლამენტშიც,

იცავს,

იფარავს, -

იმუნიტეტის

ჯავშან-ბაკანი...


სადღაა ცოტნე,

ანდა - ალუდა?! -

სკამფულა

თავის ბუხარს

აჩაღებს,

იმუნიტეტი

ალალს არ უნდა,

იმუნიტეტი

უნდათ ყაჩაღებს...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ფარნაოზ რაინაული  • • •   ფარნაოზ რაინაულის პოეზია

მსგავსი თემები