მტერი ვით უზამს სიავეს? - რაც უყო თავის ენამან?! კეთილის კილვა-აუგმან, გულშავმან - ზრახვა-რქენამან, უფალმან, - ქვენამან, არცა - ზენამან, თვით გარდმოისხა მდუღარე - ბოროტმან, - რისხვის დენამან... დასტურად, ამ სულში სხივთა ფენამან, ბრიყვს თავი მოსჭრა, - მოცაკლა: არ - ბაგით სიბრძნის ცვენამან, აწონილმან სიტყვამან, არ - მტრისგან მტრულმან წყენამან, არა - ხმალმან და ხანჯალმან, მხოლოდ - თავისმან ენამან... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ფარნაოზ რაინაულის პოეზია |