ყორღანებიდან გნოლი აფრინდა, ყაბარდოს ველი გადაიარა, ისევ აღვსდექი! მუხრანის ბოლოს ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.
ხოდაბუნები თავთუხებისა, შენი ტუჩებიც ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას.
როცა ზაფხული რუსთაველისა, ნეტამც ბადაგი არ დამელია და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!
შემოვამტვერე გზები ტრიალი, მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები, ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად, მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი, თავი შუაზე გადამიჩეხა!
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები... როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი, ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა; ვარდის ფურცლობის ნიშანი არი და დრო ახალი პაემანისა!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი ლეონიძის პოეზია |