კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

ჭალაში ბალანაშლილი

თეთრი სეტერი ქრის...

მწყერი ბალახში წრიალებს,

აფრინდება და... ფრრი...


სანამდე არ აფრინდება,

არავინ ერჩის მწყერს.

ვაიმე, ჩემი სიცოცხლეც

იქნებ ასეა დღეს.


ვიდრე მიწაზე დავდივარ,

ყველა სიკეთეს მგვრის,

- ავფრინდები და... ვაიმე...

ავფრინდები და ფრრი...


ტყვიაც იწივლებს შურისა,

მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს,

სანამდე არ აფრინდება,

არავინ ერჩის მწყერს.


შავი საფანტი ირევა...

თეთრი სეტერი ქრის...

მე მაინც უნდა ავფრინდე,

- ავფრინდები და... ფრრი...

 

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები