კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მიყვარდა თქვენი შლეიფი,

თქვენი კაბები გრძელქობა,

თქვენს დღეობაში ქეიფი,

თქვენი უმანკო ცელქობა,


მხრებზე დაყრილი ხშირი თმა,

უბე შეკრული ღილითა,

საღამოს სიყვარულის თქმა

და გაბუტება დილითა!


ეხლა თქვენ მოკლედ იკრიჭავთ,

მოკლეს ატარებთ კაბებსა,

მკლავი სულ ღია მოგიჩანთ

და იცხებთ ფერად აბებსა!


დრო იყო, თვითონ გცოდავდით,

თვალი თანთ გხდიდათ ამოსა,

ახლა ჟინ დაგიცოტავდით

და თვალით გაცმევთ სამოსსა!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - შალვა ამირეჯიბი  • • •   შალვა ამირეჯიბის პოეზია

მსგავსი თემები