გამომიტანა ბუნებამ მსჯავრი: სულზე ბორკილად მადევს ასაკი და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი, თუ გნებავს - შენი გზის ავაზაკი.
ვით უგრძნობელი ნივთი, საგანი... და შენი ყველა ცოდვა ვარ ახლა და არა ერთი იმათთაგანი.
თუმცა, რას ვეძებ, თვითონ არ ვიცი. რაც დღემდე მოხდა, თავისით მოხდა, რაც დღემდე ითქვა, ითქვა თავისით.
შემთხვევის მონა და ბედის ურჩი, წლები ზრიალით გაფრინდნენ მაღლა, ვით ნამსხვრევები ყამარის ჭურჭლის.
ხუნდად დამადეს სულზე ასაკი... და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი და მაინც - შენი გზის ავაზაკი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ოთარ ჭილაძის პოეზია |