შევალ ვენახში, დავირბენ ვაზებს, შენი წერილი მინდა აქ იდოს, სიტყვა მიასწრებს ფიქრს დარბევაზე და რქაწითლისას ავჭრი აკიდოს.
დავდივარ, მინდა ალერსი ძალზე; ცხელ სურვილს დაჰყავს მზე იკლი-ბიკლოდ, ჭრელ გველის ქერქსა ვპოულობ გზაზე.
იმედი გარბის ვით სირაქლემა, მაშინებს სევდა დათვის ბუნაგის და მომავალზე ხელის აქნევა.
ჯვარს იწერს ჩემი შუადღის ბური და ალბათ სადმე უნდა ეწეროს, რომ ყველას მოსწონს თავისებური.
მე მზესუმზირას ვარჩევ მარაოდ და საათებმაც დაიგვიანეს თითქოს მტევნებში ჩაიმალაო.
ამედევნება ელამი გრილო, სიბნელემ ცრემლი გამოიზოგოს, დღეს უნდა ღამე ჩამოვანგრიო. |
პოეზიის გვერდი • • • |