კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ეს ჩემი ცხოვრება, დაო პელაგია

ჩემი სიმარტოვის არქიპელაგია,

თან ამ სიმარტოვეს ვეღარ შეველიე,

თავი შემაყვარა, ისე ვერაგია.

მთებზე დაძენძილი მძიმე ღრუბელია,

თითქოს, მეწამული

ქრისტეს პერანგია,

სულ ქარს წაუღია, რაც კი უმღერია

ჩემს გულს სიყვარულით,

დაო პელაგია.

ქარით ნაცემი და ქარით დამსხვრეული,

სხვას ვის გაახარებს,

თავსაც ვერ არგია,

ფიქრის გალიაში ძალით დამწყვდეული,

მაინც ქარზე ფიქრობს, დაო პელაგია...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ ჭილაძე  • • •   თამაზ ჭილაძის პოეზია

მსგავსი თემები