ქვევით, ბაზარზე, კვირადღით, ვანქთან, მტვრიან ქუჩებში, დამპალ ჰავაზე, წონით ვიყიდე ექვსი გირვანქა: შოთა, აკაკი და ჭავჭავაძე.
ერთ წიგნს, დაბეჭდილს ვახტანგის თეგზე; და მეორეზე - ყრუდ, ალმაცერად: “ნუღარ ვიფიქრებთ ილიას თერგზე!”
და ჯულიეტას წმინდა წარსული; ერთშიც - თუთუნი იდო, რომელსაც ჰქონდა მუშკამბრის ქალწული სუნი.
ამის პატრონი ან გამყიდველი, რომ პარკებისთვის გამოიმეტა დავით რექტორის ნაწერი ძველი?!
ან დამათხოვრობს, ან ავად არის - და გროშის ფასად გაუყიდია წიგნი სათუთი, ნათავადარი.
ლამის სირცხვილით ამეწვას ლოყა! აი ქართლის ხმა სად იყიდება, - ჯავახიშვილო და ინგოროყვა!!
ის ბედისწერა დაუდგრომელი, რომ ჩემს წიგნებსაც ვანქის ბაზარზე ეს სამწუხარო ბედი მოელის!
მერმისის ფიქრი კვალ-და-კვალ მდევდა - და იზრდებოდა გულში შხამივით ბესიკის ბაღში გაზრდილი სევდა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |