აღარ მაძინებდა მზერა ალმაცერი, ხალიანი ტუჩი... მკლავი ანაცერი...
ტალღებს მოაპობდა ტანი კალმახური. თვალებს ჩავკიდებდი წყალში ანკესივით და შინ ვბრუნდებოდი, როგორც გალახული...
ანდა კანში სკდება მწიფე ბროწეული...
გახველ ნაპირზე და ღელვაც გაიტანე.
ბევრი თეთრი ღამე ზღვასთან გადავფურცლე, მოვიდოდი მხოლოდ და შენს აცრილ მკლავზე თითებს დავაწყობდი, როგორც სალამურზე... |
პოეზიის გვერდი • • • • • • შოთა ნიშნიანიძის პოეზია |