სიჭაბუკეში ყველანი ვხდებით რაღაც ლამაზი სიგიჟის მსხვერპლი და ყველას, ყველას გვაცთუნებს ვნება - დავამხოთ ძველი ღმერთი და კერპი. ვეძებთ... ვპოულობთ თუ ვერ ვპოულობთ და ბოლოს ნაცნობ გზებსა და რელსებს შევრჩებით გვიან, ანდა დროულად. ვანგრევთ საკუთარ გზას და კალაპოტს, სიახლითა და აღმოჩენებით - ოღონდ ქვეყანა ვალაპარაკოთ. როცა ადვილად ვგმობთ და ველევით. მამებმა ჩვენზე უკეთ იციან, სად ვართ სუსტები, სად - ძლიერები. რა ვართ? ეჭვით და ჯანყით მდიდრები, ბევრს ვდავობთ, მაგრამ თავი არა გვაქვს რამის მიღების ან დამკვიდრების. თუ რას მოგვიტანს ეს აზვირთება, სიმაღლის ზრდასთან, ბუნების წესით, როცა უფსკრულის სიღრმეც იზრდება. მწარე ცოდნას და გამოცდილებას, გზას გამოვხედავთ და სიშორიდან ჩვენს შეცდომებზე გაგვეცინება. მხოლოდ და მხოლოდ პური ამოდის! (თავის ბუნებას რაც არ დასცალდა) და არა თევზი ანდა მამონტი. ტრადიციულად და ძველებურად - და როგორც ვხედავთ, ძველი სიცხადით წუთისოფელი გაგრძელებულა, ძველიც, ახალიც მიყვარს ერთიან, მე რაც წამაქცევს ის ტიტანია და რაც აღმადგენს, იგი ღმერთია. ბრიყვი დუმილი ანდა ქადილი, ო, რა ძნელია აღიარება და უარყოფა რარიგ ადვილი! და შენთან მეტად გვმართებს სიფრთხილე. ზოგს ავგაროზად გულზე ჰკიდიხარ და ზოგიერთი ყულფივით გიფრთხის. ვენახი, ციხე და ეკლესია, ვერას დაგაკლებს უცხო ჩვევები - თუმც ჭილყვავივით შემოგესია. წილადობილა, ცირკის ნიღბები. როგორც სიბრძნე და ერთადერთობა - აღთქმის კარივით ჩემთვის ირები. რაც განგებისად ჩემი ხვედრია - მე რაც წამაქცევს, ის ტიტანია და რაც აღმადგენს, იგი ღმერთია. ორი ცხოვრება, - ღარიბ-მდიდარი - თავისებურად ავკარგიანი - ორი ნაპირი ერთი მდინარის. ძიებისათვის აღარ სცალია: არაფერია, რასაც დაეძებ, რასაც იპოვი, ის მთავარია... და ამბობს: - მართლაც,საოცარია, არაფერია, რასაც იპოვნი, რასაც დაეძებ, ის მთავარია! ხარბი თვალები, ხარბი ხელები, აღფრთოვანებით და გაგიჟებით, თავდავიწყებით და გახელებით. ქალის ღიმილი, უბე, მუხლები, მეორეს უყვარს ჰაეროვნება ფაქიზი, წმინდა და ხელუხლები. მეორე რწმენას ებრძვის ჯიუტად, კარგს ავისაგან ვეღარ ასხვავებს, მისთვის ერთია ქრისტეც, იუდაც. და ხელოვნებას სხვა საზომი აქვს - უნიჭო მხატვრის უცოდველ ქრისტეს ნიჭიერ მხატვრის ეშმა სჯობია. იხრება, როგორც კითხვის ნიშანი და მემუქრება, რომ სიკვდილამდე ვართ ერთსულოვნად გაუთიშავი. პირველმა დღემდე რაც იზარმაცა, ცოდნის, ძიების მოსიყვარულე კატალოგებში ეძებს რაღაცას. რაიმე საქმეს თუ დაეჭიდა, არ უშინდება - ცდას და მოლოდინს და მძიმე წიგნებს უზის ბეჯითად, აი, სხეულის მოთხოვნა ბრძნული. ბევრი იცოდე და ცოტა გსურდეს! - აი, მიზანი სრულქმნილი სულის. რწმენა და ეჭვი ორად გამყოფი. როგორც სასჯელი და როგორც ჯილდო, არის შემოქმედ სულის ნაყოფი. და გაორების მინდა დაძლევა, თუმცა ის მინდა და ის მაკლია, რაც ბევრი მაქვს და რითაც სავსე ვარ. და თითეული შუკა და ქუჩა ჩემი კვერთხია და ჩემი ფუნჯი, ჩემი ჭოგრიტი და აქვალანგი. მეორეს კიდევ - უსტადიონოდ. ორივე ერთად ფიქრებს ეძლევა და არ იციან თუ რა იღონონ. მომდგებიან და შუაზე მყოფენ. დევი ვარ: ქალაქს ამოვისუნთქავ და ჩავისუნთქავ მაშინვე სოფელს. და წიგნად მკინძავს სულ ფურცელ-ფურცელ, ჩემი ორი ფრთა და ორი კიდე, ორი ნაპირი და ორი ფუძე. ვინძლო ზეპირად ისწავლოს ბალღმაც. ჩემი ცალი ყდა ქარხნის ბოლია, მეორე - ლურჯი რიონის ტალღა.. მზიან დღეებად, სტრიქონებად, ტილოდ, ხნულის სურნელი და ბოსტნის ნამი ქალაქს სახლებზე დავკიდო, ვცდილობ. აღიარებით და უარყოფით, მე ვარ სიცოცხლის ლტოლვა მარადი, ძველის ფესვი და ახლის ნაყოფი. ის ახალია, მარად ახალი. აი, ძლეული ეშმა რითაა, აი, რით არის ღმერთი მაღალი. ორი ცხოვრება, ღარიბ-მდიდარი. თავისებურად ავკარგიანი - ორი ნაპირი ერთი მდინარის... ძველიც, ახალიც მიყვარს ერთიან. მე რაც წამაქცევს ის ტიტანია და რაც აღმადგენს იგი ღმერთია. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |