კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

გუშინ გოდება გავიგონე ეკლესიის თუ სამრეკლოსი,

ბეთანიასთან ჩამოვარდა ფრთამოტეხილი ანგელოსი.

უცხო სინათლემ დამაბრმავა - მაცხოვრის მესმა ნაბიჯები,

დიდ საიდუმლოს შევესწარი... ვაიმე, ალბათ დავისჯები.

გაიხარებენ მოშურნენი, ჩემზე იტყვიან შეიშალა,

მე ვუყვარდიო, - იჭორავებს ვიღაც მკითხველი მეტიჩარა.

ჩემი ცხოვრება იმ წუთიდან დამსხვრეულ ელვის შიშინსა ჰგავს,

სილამაზისგან შეშლილი ვარ და არამარტო შიშისაგან.

მესმის ჩურჩული მეზობლების, მესმის ახლოდან, შორიდანაც:

უცნაურია ეს პოეტი: სახლში ღრუბელი მოიტანა.

ის განა მართლა ღრუბელია, - სიზმარია და სასწაული,

დიდი ცოდნაა საიდუმლო - მოკვდავისათვის აკრძალული.

მიწაზე აღარ მეცხოვრება, იცვლება ბედის ამინდები,

მალე ღრუბელი მომაკითხავს, ამიტატებს და... გავფრინდებით...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

მსგავსი თემები