კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ერთიღა შეგრჩი სამიზნე

ვაგლახ, აღარც მე მეთმობი,

არ მოიშალე ავი ზნე

და ჩემი ტანჯვით ერთობი.

სიკვდილმაც თავი აიშვა,

სიკვდილს ვუყურებ თვალებში.

რად ცდილობ მალე გამიშვა

მოუსავლეთის მხარეში?!

ამ გულმა რა დააშავა,

რად გლეჯენ დარდის ყორნები?!

რა გეშველების ქალშავა,

როცა მე არ გეყოლები?!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - თამაზ წიკლაური  • • •  თამაზ წიკლაურის პოეზია

მსგავსი თემები