დაუკარ, სტვირო, დაუკარ, აჟღერდი, გამახარეო. მეყო, რაც ვიმგლოვიარე და რაც ცრემლები ვღვარეო, ჩვენი ლამაზი მხარეო. ღმერთო, უშველე ტურფასა, გზა გაუნათე, მთვარეო! გამომიბრწყინდი ბარეო! რად მიჰრბი, რად მემალები, ღრუბელს რად მოეფარეო?! იქნებ გამოვდგეთ ხვალეო. რადა ხარ წელში მოხრილი? აიწი, აიხარეო!.. შვილები წამოგეზარდენ, სამშობლოვ, გაიხარეო! ზურგზე ტყავს აძრობს ხალხსაო და ატრიალებს, როგორც ჰსურს, ყველგან სამართლის ჩარხსაო: პატრონს შეაჭმევს ძაღლსაო, ამ საქმეს წესიერად სთვლის, მიტომ არ იხრის წარბსაო. დააჩხაკუნებს ხმალსაო; და თუ უბძანეს, იცოდე, წინ-წინ შენ მოგთხრის თვალსაო. დედაც მტრად მოეჩვენება, მაზეც იხმარებს ძალსაო. გვიშლის არაყის წურვასა, როცა “პროტოკოლს” გვიყენებს, შეიქს გოდება-ურვასა: ჩემი არ არის ბრალიო, მე ჩემს სამსახურს ვასრულებ, ესაა ჩემი ვალიო”. მსახურებს გულიანადა: მოჩივარ-მოპასუხესა ორსავ მიჰბეჟავს კარგადა. სცნო მან ხალხის წვრთნის დარგადა. ვარია, თივა და ქერი სოფელს დაგვადო ხარჯადა. სიმებს აჟღერებს მრუდედა, გახადეს მუზის პატრონი ალ-ეშმაკების ბუდედა. აღარვინ გადგას, ბედკრულო, ციხე-გალავნად, ზღუდედა. მიდის და მოდის ყველგანა. აკეთებს რასმე თუ არა, მას არა ეთქმის ჩვენგანა… პატარეების მწვრთნელია; ბოღმა ჰკლავს ბეჩავს, თუმც წყლული ვერვისთვის გაუმხელია. უკან არ დაუხევია; არადროს გასაფრეწელი იმას არ დაუხევია. თვისი პატარა არსება ბოხჩაში შაუხვევია. თვის უმადური ხელობა იმასაც დაუწყევია. ჰგოდებს და სტირის მწარედა. შესტირის მამა-პაპასა: “მეც თქვენთან მიმიბარეთა, რაღაა ჩემი სიცოცხლე, - ვეღარ გავსულვარ გარეთა! სახელი დამრჩა, სახრავი აღარსიდამა ჩნდებაო. თქვენ ფუფუნებით ცხოვრობდით, გული ამიტომ კვდებაო”. ასვი, აჭამე ბლომადა. იმ თავის ქოხმახსა გარეთ საქმეს ნუ მისცემ შორადა. გამიგონია ჭორადა. მაღალ ფარდებში ვერ ფრინავს, მოარულია სწორადა. თუნდა გაჰკაფო ორადა. ბევრს თავსაც არ აიტკივებს, თუ არ სცნობ თავის ტოლადა. საქმეში წინამძღოლადა: “ვინაც მტერს მტრულად არ დახვდეს, დედა შაერთოს ცოლადა!” მსახური ხელოვნებისა და, უკეთ რომ ვსთქვათ, მორჩილი მსმენელთა გემოვნებისა. და ხალხს ცრემლსა ჰგვრის თვალზედა, - ერთს კაცსაც ვერ დაინახავს იგი თეატრის კარზედა. გროშს აგებინებს გროშებსა; ისიც თავს ამით მართლულობს: “სხვისგან ჩავდივარ ცოდვებსა, კედელზე გიღერს თითითა: - “უნდა მოგებამ შეავსოს ყველა ეს ხარჯი, იცითა?!” დადის იორღა კვიცითა. ზარალში ვარო, იძახის, სკდება რჯულ-ღმერთზე ფიცითა. ისიც ქვეყანას ატყუებს და თვალებს უბამს ფისითა. და “ინჟინერობს” იმითა, რომ დაიძინოს საღამოს და გაიღვიძოს დილითა. აი, მისთანა შვილითა! მოკლეს არც გზას გააკეთებს, არც წყალს მოიყვანს მილითა, რადგან ეს საზარალოა, ჯიბეს ვერ ავსებს თხილითა. არა ნაბიჯით ფრთხილითა, ბორნეოს წმიდად აგიწერს, ყველა ნაწილით წვრილითა, და საქართველოს საზღვრებს-კი ღეჭას დაუწყებს კბილითა. მომავლებზედა მყარდება, ჩემი ტანჯული გონება აქეთ და იქით აწყდება. ვიდრე შუაზე გაწყდება. და ისევ თქვენს-წინ, ახლებო, თვალ-ცრემლიანი დადგება. თქვენი მკლავი და გონება. ვინ იცის, ეს ნორჩი ძალა რა საგანს დაემონება: თუ უფროც მოეწონება? ღმერთო, დაზარდე ისინი და მეტი მიეც შნოება. აშორე ქვემძრომელობა; მიეცი პირი მაგარი, ერთურთის გამტანელობა. რამ მოგვთილისმა ნეტარა! როდემდის უნდა ვიხადოთ უკეთურობის ბეგარა?! კარი რად გამოეჯარა? ჩვენთვის ამოსულს მთვარესა ძაძა რად გადაეფარა?! ვისაც ქვეყანა ებარა?!. თქვენ იცით, თქვენა, მცირენო, თქვენა და თქვენმა დედამა. ვინ აატიროს, თუ არ ძე, სნეულის მშობლის კვნესამა?! ქალებზე რაღა მეთქმევა, გულს გასაგმირად ლახვარი, თვალებში ცრემლი მეძლევა, რბილნი არიან გულითა, თუკი რამ ერთხელ შეიგნეს, მიეცემიან სულითა. უსაზღვროდ ცრემლის დენანი; ლამაზებია მაინცა ჩემის სამშობლოს დედანი. მაინც მეტი აქვსთ, მაინცა გულზედა ცეცხლის დებანი. ვარსკვლავნი წარსულს დროსაო, განწირულ მანდილოსანთა ის წარმოგვიდგენს ჯგროსაო, ქვეყნისთვის თავდადებულთა გასჭირებიათ როსაო: ნუ დაივიწყებთ ნინოსა, ნუ დაივიწყებთ თამარსა, რომ სხივი მოგვეფინოსა. ნუ დაივიწყებთ დედობას, ნუ დააფურთხებთ კერასა, ისევ ქართველნი ვიქნებით, მტერი დაგვაკლებს ვერასა, მეც მხნედ ვიქნები მაშინა და მოვუმატებ წერასა. სალხინოდ შესცვლის სტვირიცა სამგლოვიარო ჟღერასა. მამა-პაპათა ძვალები; იმათი შეუდრკელობა, მათ შეუდრკელი მკლავები, იბრძოლეს ბევრი, მკლავები, იბრძოლეს ბევრი, იბრძოლეს, რამდენი გასწყდა ბრძოლაში! და ჩვენ-კი სული ამოგვდის გვერდზე გდება და წოლაში. ამგვართა შვილთა ყოლაში?! ჩავიკლავ ვარამს გულშია, ცრემლს დავაფარებ სარქველად, ცრემლმა დაფაროს ისიცა, რაც დამრჩენია სათქმელად. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |