კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მე ვარ თასი... ორის ვარ თუ

სამის ვარ თუ რვა ათასის,

ეს ცა რახან დამანახვე,

მწყურია და წყალი მასვი.

ბნელში ვიჯექ, უსმელი ვარ,

მომიხადო უნდა ქვევრი,

არ ჩამქრალა, ისევ ბოლავს

ქართლში ცეცხლი საკურთხევლის...

ცაზე მიდის ღრუბლის ფთილა,

უზრუნველი მღერის ჩიტი.

იმზირება სერებიდან

გადმომდგარი სერაფიტი...

გარდასულა ბაბილონი,

გარდასულა ნინევია,

ეს რამდენი დრო გასულა,

ეს რამდენი მძინებია...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გივი გეგეჭკორი  • • •   გივი გეგეჭკორი პოეზია

მსგავსი თემები