კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

შენ ზენა ქარი სახლშიც გიბერავს,

ხშირად გაღვიძებს გულის ტირილი,

ღამე ნაკადულს ესაუბრები

და დილით მიხვალ ხმაჩაწყვეტილი.


სულ სიფხიზლეში თავსა გრძნობ ცუდად,

დედაც გაშინებს, და იწერ პირჯვარს!

გახსოვს, საწუთროს ქარმა რომ უცბად

განათებული ცა გადაგლიჯა.


საკინძ გახსნილმა შუბლის ფიცარზე

ვის არ უყურე, ვის არ ეხვეწე,

ბოლოს კი დარდი: დედამიწაზე

ნეტავი რისთვის შემოვეხეტე?!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ნიკო სამადაშვილი  • • •   ნიკო სამადაშვილის პოეზია

მსგავსი თემები