მე გადმოვრბოდი. ცრემლი გალობდა. ხან ქარიშხლების სვეტებს ვეყუდე... ხატებთან ენთო: უბინაობა და კამერებში მტრედების ბუდე. ღამე ლოკავდა ყვითელ სამრეკლოს. მინდოდა ზეცა გადამერბინა და საფლავები სტვენით ამეკლო. იცქირებოდა იგი ნაკლებად... ისმოდა: წყევლა შორეულ ხმების და სივრცეებში ძაღლების ყეფა. მიტოვებული ვიწრო ღრუბლებთან. მე ვანათებდი მეტეორივით მარადისობის ხშირ მარგილებთან. და მე მლოცავდა გზებზე ყორანი. თვალებში იდგა განმარტოებით სქელი სიბნელე როგორც ბორანი. გუმბათებს ნთქავდა თოვლივით წირვა. ქარს მთვარის ელვა მსოფლიოს უკან წლების შუქივით გადაეწია. შორს იყო კიდევ დისკოთა მზვარე. კუბო წვიმების წინ ეცემოდა და გრიგალები რეკავდნენ ზარებს. და მარმარილოს ჰყრიდნენ დილები. სამყარო არის! ფრთხილად ვფიქრობდი, სამყარო არის! დანამდვილებით. ვინ იცის, ბარში ვეღარ დაბრუნდეს... ლოდებთან ენთო უბინაობა, და ქამარებში მტრედების ბუდე. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |