მთარგმნელი: შალვა კარმელი
პასკალს ყოველთვის სულს უშფოთებს უსაზღვროება. - ო, უძიროა აქ ოცნება, სურვილი, ხმები. მე მაცნობს შიშის საიდუმლოს ცის მყუდროება, შავი შეგნების სიცივისგან შეშდება თმები.
შემზარავ სივრცის მომწამვლელი საშიშროება. ღამის სიზმრებში სიმახინჯით, ფერწაუცხები, დგება კოშმარი და იზრდება ტანჯვის დროება.
სადაც ჩვენ ვილტვით და გვეხვევა წყვდიადი სქელი. ყველა ფანჯრიდან სცქერს თვალები უსაზღვრო ჟამის, შავი სიმძიმე თავს მაწვება ბედითი ბნელი.
- ო, რად განვედი მე შეგნების და რიცხვ გარეშე! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |