მე მარტოობის კუნძულზე ვცხოვრობ: წიგნის, ნახატის, სიჩუმის ტყეში, დათვის თვალივით ბრიალა სორო გალუმპულია ხილვების თქეშით. აქ, მარტოობის ოქროს ნაპირთა. მე აქ დევები დავიქირავე, აქ წამოვლალე ქართულ ზღაპრიდან. სხვათა ვნებებით, ძიებით, ლტოლვით, გარდავიქმნები და შევიცვლები და გამგებელი გავხვდები ყოვლის. ღამეებს ვათევ... და შრიალებენ ფურცლის თაღები ვეკამათები ავტორებს, სარდლებს, ვეკამათები ან ვეთანხმები. მათი სწორი ვარ და თანატოლი და ტრიუმფალურ ნადიმზე მიწვევს რომის სასტიკი იმპერატორი. ყველაფერი ვარ, თუ ვარ მარტოკა; გადაშლილი აქვს მუხლებზე წიგნი ჩემს მარტოობას - კეთილ ჯადოქარს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |