როგორ ძალიან დაბნელდა, მთვარეც არა ჩანს ტიალი! როდი ანათებს ბნელს ღამეს ამ ჩემის ურმის ჭრიალი! ბობოქრობს, მოაქვს ლოდები! ადევებულა და, რა ვქნა, ხამი მიბია მოზვრები. ნურას შემამთხვევ ავსაო; წვრილი მებრალვის ცოლ-შვილი, თორემ არ ვზოგავ თავსაო. იორამაანთ ქალსაო, ხშირს თმას ნუ მოაჭრევინებ ქალთამზეს, ჩემსა დასაო. თავს დამინებებს ბალღებსა ცოლი, გაჰყვება სხვასაო. სანთელს აგინთებ სამსაო. ცისკარმაც ამოაშუქა, კელაპტრად ეკვრის ცასაო. თენდება, აღარა ბნელა, კარგა გაიგნებთ გზასაო. ჩემო შვინდავ და გიშელა, გავედით სამშვიდობოსა, ეგ არი, ღმერთმა გვიშველა! თქვენ გენაცვალეთ ქედშია! არც ერთს არ გაგცვლით სხვაზედა, თუნდ ორი მომცენ ერთშია. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |