ხევზედ მიდიან ნისლები, გაჩქარებულნი, მღერითა. როგორ ხარობენ ტივლები, რომ მიწას ჰფარვენ ბნელითა! გამიქრენ წვერნი მთისანი; ვაჰმე, ვეღარა მწვდებიან სათბობლად სხივნი მზისანი. დამნაცრეთ, დამაფერფლეთო, თვალნი დამთხარეთ, გულისაც სადილი გაიკეთეთო. შენ მაინც შამიბრალია, მიამხანაგე, გენაცვლე, ყრანტალით გამახარია!.. მოვშორდეთ მშობელს მხარესა, ნუღარ ვიხილავთ საყვარლის ჩვენის ქვეყნისა მთა-ველსა. დავსთელოთ სხვისნი არენი! ვანჩქლიოთ, ერთად ვანჩქლიოთ ცრემლის წყარონი მწარენი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |