კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მამრი თვალებსა ნაბავს,

ნისლი ჩამოწვა ველში,

მდედრი ისწორებს კაბას,

გვიმრა სწორდება წელში.

მატრაკვეცაობს სიო,

ვერ გააჩუმა წნორმა,

ანდა რა ხალისია

ღამის მეტრფეთა ჭორვა.

ბუტბუტით მიდის ღელე,

მზე ყვითელს ლოკავს ტატნობს...

მდედრი ცოტა ხნის მერე

ტყის პირში ჩაჩნდა მარტო.

ის კიდევ იდგა ჩრდილში,

მხრებზე დაყრილი ნამით...

რა ლამაზია შიში,

გაჯერებული მამრის.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტარიელ ხარხელაური  • • •   ტარიელ ხარხელაურის პოეზია

მსგავსი თემები