კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ძლივს ბჟუტავს ლამფა,

გარეთ თოვს და არაყსა ვწრუპავთ...

უყეფავს ზამთარს,

კარის ძირთან ჩამჯდარი ძუკნა.

ჭრიალებს ღობე,

სახურავზე გრიგალი წივის,

სუნი ტრიალებს სახლში არყის,

თივის და მწვირის...

ჩამოშლილ ფარდაგს გაზნექილი შესცქერის

კატა

და ასდის ბოლი თაფლის სანთელს, ჭიქაში

ჩამტყდარს...

დროდადრო ოხვრა გამოსცდებათ უკბილო

ჩანებს,

გულია შავი,

სისხლი შავი

და ღამეც შავი...

ბუხარში ცეცხლი,

მაგიდასთან ვყრანტალებთ ორნი,

ვერა სცილდება გამჭვარტლულ ჭერს

თვალები წვრილი

და აგვდის სუნი შემზარავი, გახრწნილი

მძორის;

სამფეხა სკამი,

ძველი პური,

კომბოსტოს მწნილი,

დაბალი შუბლი,

სახლის ზღურბლს ვერ გამცდარი ფიქრი

და არაფერი,

არაფერი

ამაზე იქით.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტარიელ ხარხელაური  • • •   ტარიელ ხარხელაურის პოეზია

მსგავსი თემები