ნეტა რა გეტაშება, ვის დაკრულზე ცოდვილობ, როცა ცრემლი არ შრება გულო კეთილშობილო. როგორც ქართა თამაში, რაღაც საშინელება შეფარულა ამაში. ჩემო თალხო აჩრდილო, ლანდების მისტერია მზეშიც გამოვაჩინოთ. შემოტევა წამების, ნაკლებად მეშინია მძაფრი შემოღამების... კვალზე ავედევნები, ქართა აქვითინება - მთვარე ანაცრემლები. ვის დაკრულზე ცოდვილობ, როცა ცრემლი არ შრება გულო, კეთილშობილო. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |