კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

თვალებს შენსას ტკბილი ძილის ფერი აქვს,

მისალულად ემზადება ლამპარიც.

თითო კვარიც შევუმატოთ კერიას,

მერე ერთად ავარჩიოთ ზღაპარი.

ამ ზღაპარში ცეკვავს ნაზი ფერია,

ფერს აფერებს ერთი დინჯი მხატვარი.

ამ ფერიას ღაწვზე ღიმი ჰფენია,

თვითონ ფუნჯიც ღაწვითაა გამთბარი.

ამ ზღაპარში ბევრი თბილი ფერია...

აქ სულ მზეა, ზაფხულშიც და ზამთარშიც...

დასასრულზე არაფერი წერია!

დასასრული არის სულ სხვა ზღაპარში.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - კოტე კაკიტაძე  • • •  კოტე კაკიტაძის პოეზია

მსგავსი თემები