ჩემი ბრალია? ვერ გაუძლეს სრბოლას რინდებმა, და შავჩოხოსნებს შეატოვეს ძველი დუქანი. თრიაქი დახლთან უჩემოდაც გაირინდება, უთრიაქოდ კი, აღარა ვარ თავისუფალი. მოსარიდებელთ დაგიხურავთ მძიმე ქუდები და მაღლა, მთისკენ, აგიღიათ გეზი რიდებით. თქვენც, რინდებივით, აღარასდროს დამიბრუნდებით. ჩოხას ჩრჩილიან მანჭვალაზე აღრჩობს დიდება, თრიაქმა ცისკენ გაიყოლა ძველი რიდება და ბოლში, ალბათ, შენი ლანდიც განმერიდება. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |