ჩემო ხარებავ, რა მაცოცხლებს აწ თქვენგან დევნილს, სად არის ძალა, რომ შთამბერავს ღონიერ სუნთქვას, როცა იმედი დაიშრიტა და სევდა მთუთქავს, მაგრამ ის ოხვრა, ის ქვითინი, ის ცხარე ცრემლი მწუხარების ჟამს ჩემს თვალებს რომ თალხად ებურათ მჯერა, ამაყო ქალბატონო, რომ გაგახსენებთ ჩემს ტანჯვას და ჩემს დაუთმენელ ტკივილს ასევე და თუ ბედი არ გამიღიმებს, კვლავინდებურად მზად ვარ, მოგიძღვნათ გასაგმირად ეს გულიც, რათა გახსოვდეთ მონა, დაჩოქილი თქვენს მდუმარ კართან. |