ზღვა ისე ღელავს და იკვნეტს ტალღებს, რაღაცა დარჩა კიდევ სათქმელი, ან ტალღის ქედი, საშუბლე წარბი, გამხდარა ქაფით ამოსაქნელი... თითქოს გულიდან, ყველა დამხრჩვალის იგლეჯს იმედებს, თითქოს თავისთვის, გულამომჯდარი, ნაპირის კენჭსაც არ გაიმეტებს. და აფრქვევს ცრემლებს, ასით ნულს უგებს თამაშს ნიანგებს. თითქოს მამშვიდებს თუმც ვიცი, რომ ხვალ გულდაჯერებას გამიქიაქებს. მივჩერებივარ ბებერ იკაროსს: ვაი, თუ ხვალაც არ იჭიოტოს, ვაი, თუ ტალღამ არ გამიკაროს! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |