მტერი... ვინ არის მტერი? მტრობა... რა არის მტრობა? მტერი ის არის, დევნის ვინაც საკუთარ მოდგმას: მტრობა ის არის, მთელი სამყარო რითაც ბორგავს. ეს ასე იყო ოდით, ასე გრძელდება დღემდე: მოყვარეც მტრულად მოდის, ღმერთო, ვის უნდა ენდო? შენივ შვილები ცოდვის შენ მოარჯულე, ღმერთო! მიკვირდა, მიკვირს დღესაც, ვინ ვის უმიზნებს ტყვიას, თუ კაცს და კაცის მკვლელსაც ადამიანი ჰქვია?! ღმერთო, უშველე მტერსაც, ის ხომ სატანის ტყვეა; ცოდოა, ცოდო ესაც, რამხელა ტვირთი მიაქვს! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |