კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ადრეულ ზამთარს ფერი აქვს ქარვის,

ბებერი ქოხი ირყევა ქარში,

ჩამქრალ ბუხართან წრიალებს ქალი,

ჯვალოს კონკებში კანკალებს ბავშვი.

გაუსაძლისი ღავღავი ისმის,

მომრავლებულა მოდგმა ნადირთა,

თეთრ ქარაფებში ჩამოწვა ნისლი,

დაღლილ დევებთან დაჯდა სადილად.

გაჯიბრებია სიბნელე ყინვას,

შინა თუ გარეთ მკაცრობს ორივე,

ნაოხარ ველზე მისანი გმინავს

შეჭიდებული გველს და მორიელს.

გაჭირხლულ სარკმელს შევყურებ კრძალვით,

ვჭვრეტ უკუნეთში ლანდთა მწუხართა,

მალე, სულ მალე, დამტოვებს კვარიც

და დაივანებს ჩამქრალ ბუხარან...

გათანგულია კალამი წერით,

მელაციცება სტრიქონთა ქორო,

მღვრიე ღამეში ალიონს ველი,

ხვალის იმედი ლექსია მხოლოდ.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გიორგი გიგაური  • • •   გიორგი გიგაურის პოეზია

მსგავსი თემები