კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

რა უცნაური ბედი დამყვა,

რა უცნაური!

მე ვინ დამწყევლა, 

სხვის მაგივრად ვგრძნობდე სირცხვილსაც?

ყურებში მიდგას ამბოხებულ სისხლის ხმაური,

ტვინში ჩაქცევით იმუქრება ჯანყი სისხლისა!

მედიცინაში ამას ჰქვია ჰიპერტონია,

თითქოს სიცოცხლე სიკვდილისგან მაქვს ნასესხები

და ეს მხურვალე ჩემი გულიც თითქოს თონეა -

ცხელი პურივით ამოჰყაროს მწიფე ლექსები.

ამოიოხრა გულმა ლექსი და იგრძნო შვება,

მაგრამ პოეტი ეჭვიანი არის ბუნებით;

ო, ღმერთო, ღმერთო, ნუთუ იგი ამაოდ შვრება,

გადაყოლილი სურნელებას

სულის პურების?


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - მარი აბრამიშვილი  • • •   მარი აბრამიშვილის პოეზია

მსგავსი თემები