კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ბრუნავს, გვაბრუნებს დედამიწა ბურთივით მრგვალი

და ჩვენ ვერა ვგრძნობთ, ყირამალა როდის ვართ მდგარი,

არც თავბრუს გვახვევს, არც გვაშინებს ბრუნვა ამგვარი,

თუმცა მიწისძვრამ ბარე ორჯერ დაგვცა თავზარი.

წაღმა-უკუღმა ბედისწერის ტრიალებს ჩარხიც,

ცხოვრება ჰქვია ჩვენს ამქვეყნად ყოფნას და ჯახირს,

სადაც კაცი კაცს გამეტებით უღერებს მახვილს,

სად მართალ სიტყვას ხშირად ჯაბნის ცრუ, მონაჩმახი.

ჰე, დედამიწავ! ვრცელ კოსმოსში მბრუნავო სახლო,

უთვალავ სულთა კედელ-ყურევ და სამოსახლოვ,

ჰე, მიწის შვილნო, უგუნურნო, ეჰეი, ხალხნო!

დროა, რომ იგრძნო, რომ შეიცნო, რომ დაინახო!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - მარი აბრამიშვილი  • • •   მარი აბრამიშვილის პოეზია

მსგავსი თემები