კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ხუცესი შენს თავს ახვეწებ გამჩენს, 

ხატი კარს ხალხი დამდგარა ჯგუფად. 

მე გულში ეჭვი როგორ არ ჩამრჩეს: 

ასე გულდაგულ რასა სთხოვ უფალს?

რასა სთხოვ უფალს მერყევი მზერით, 

მწუხარე მზერით და ურვის ჩემით? 

„უსმინე, ღმერთო!“ - ხმობს ხევისბერი, 

„ჩემი ქმენ, ღმერთო!“ - მე ვამბობ ჟინით.

„ჩემი ქმენ, ღმერთო!“ - მე შევთხოვ უფალს 

და მსხვერპლს სისხლიანს იღებს გამჩენი. 

მე შენთვის ურვა მსხვერპლივით მღუპავს 

და ეგ საკლავიც გულია ჩემი.

რასა სთხოვ უფალს? - იქნებ ჩემს რაყიფს 

ავედრებ გულით მოცახცახეთი? 

ეს რომ ვიცოდე, - ცერბერის ყეფით 

„წყეულიმც იყავ!“ მოგაძახდებდი.

ხუცესი შენს თავს ახვეწებ გამჩენს, 

ხატის წინ ხალხი დამდგარა ჯგუფად. 

მე გულში ეჭვი როგორ არ ჩამრჩეს: 

ასე გულდაგულ რასა სთხოვ უფალს?


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გაბრიელ ჯაბუშანური  • • •  გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზია

მსგავსი თემები