ო, შენ არ იყავ ასეთი ნაზი, მე თვითონ შეგთხზე და ეს თხზულება მე შევიყვარე, - პოეტურ აზრის როგორც ციური განსხეულება. ეძებდა ჯიქურ და ჩვენი სოფლის მყუდრო წიაღში შენ მოგებარა, როგორც ტოლი ტოლს და გრძნობის საბლით. მისწვდნენ ოცნების ძაფთა სიგრძენი, ვცადე, ვერ შევძელ მათი შეკვეცა, შენ მიგრძენი... და აღარც მიგრძენი. მაგრამ ვერ მოგწვდი... ნარნალ თხზულებად მე შემდეგ შეგთხზე, - პოეტურ სარკის როგორც ციური განსხეულება. წავარნებს მიმცა მიწყვის ხეტებად; შენ ბარში დარჩი, მე მთებს ვეახელ, მაგრამ თან გამყვა შენი ხატება. ჩამოვაცალე ოცნებით ჩემით და ამნაირად მივეც სამშობლოს ქალი, ვაჟაის ეთერზე მრწემი. მე თვითონ შეგთხზე და ეს თხზულება. მე შევიყვარე, - პოეტურ სარკის როგორც ციური განსხეულება. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |