მშვიდობით! მივალ, დე, არხოტს აჩნდეს ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი; მწამს თავს გაიტანს და გამომაჩენს ფხა ვაჟკაცური და სწრაფვა სწორი!
ბინდი არ ბოჭავს გულს მარწუხივით; გამყვება ქალაქს ტრფიალი შენი და დედაჩემის ჩემზე წუხილი!..
მოვალ და ნათელს მოვიტან შორით. მშვიდობით, ქალავ! - დე, არხოტს დარჩეს ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |