კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

სიცოცხლე ვიდრე სიცოცხლეა, იქმნება რაღაც:

სულიც,

სხეულიც,

თოვლიც,

ნამქერიც...

ხოლო სიკვდილი სიკვდილივით არაფერს არ ჰგავს,

არაფერივით არარაა, სულ არაფერი!

ვიდრე მე მოვალ, ან ის მოვა დუნედ ან ლაღად

ეს სულერთია,

მიწა ფეხქვეშ

ეგება

სახნისს, -

იქმნება ისევ, იმედია  იქმნება რაღაც,

არაფერივით არაფერი არაფერს არ ჰქმნის!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები