კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ჯილდოდ მე ახლაც არაფერს ვითხოვ, -

არც რა იმედი, არც რა ოცნება.

რა ვქნა, მე ჩემთვის ვმღეროდი თითქოს

და სხვებს უნდოდათ ჩემი მოსმენა.

ვიღაც ჩლუნგ სიტყვას ჩემს სიმზე ლესავს,

ვინ არის, შუბი ვინ მომიღერა?!

რა ვქნა, თუ ჩემი უბრალო კვნესაც

ისე ესმოდათ, როგორც სიმღერა.

ცა იხსნება და ნურვინ შემრისხავს,

მეოხმეყოს და მექმნეს წყალობად!

რა ვქნა, თუ ზოგი ჩემი ფრთების ხმას

ისე აღიქვამს, როგორც გალობას.

არც რა არზით და - არც რა მუდარით,

(ო, ღმერთმა ჰქნას და იყოს მშვიდობა),

არ მითხოვნია ნავთსაყუდარი,

მე მხოლოდ თქვენთან ყოფნა მინდოდა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები