ვინც მოთმინების ფიალას მივსებს - მოუთმენლობის მოთმენას მმატებს... მე ვმღერი, თუმცა არავინ მისმენს, მერე ტაშს ვუკრავ ცარიელ პარტერს. და სულში ხსოვნის სიმძიმეს გარევს, მივდივარ - სადაც არ მიმელიან, სადაც არასდროს მიღებენ კარებს; გემო მარილის და მკვახე ხურმის, ავაწრიალებ სიმშვიდეს ზარით, მაგრამ არავინ აიღებს ყურმილს; ცალკე მიწყვია ხორცი და ძვალი, რაც მჯერა ის რომ არ დავიჯერო, რაც რომ არ მჯერა - ვიჯერებ ძალით. ვლოღნი გამხმარი ოცნების ყუას, არავინაა რადგან მართალი - ერთი ფასი აქვს მართალს და მტყუანს. დამაწყდა თვალი, დამძიმდა ბაგე, ვაგებდი რადგან ფუტურო ტაძრებს, დავბერდი ახლა და პასუხს ვაგებ. წვიმიან მაისს, თოვლსა და ფანტელს... ...და ვმღერი, თუმცა არავინ მისმენს, მერე ტაშს ვუკრავ ცარიელ პარტერს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |