არაგვის ჭალას ცხენით მისდევს ფიქრით ნაბური, ვერ გრძნობს გარემოს (შთაგონება ეძმო ფრთიანი), ეგებებიან მთა-გორები სულგანაბულნი, ჩქარობს ჩარგლისკენ ჯიქი ლურჯა მკერდოფლიანი.
ეთერის მოთქმა და წუხილი მიჰყვება უკან... გზადშეხვედრილი ჩაუვლიან ჩუმად ფშავლები და ჩრჩულებენ: „ახალ ლექსზე თუ ფიქრობს ლუკა!“
მალე ბინდბუნდი მთების რემას უკუნში შერევს... ...ქარაფში ცეცხლი დაუნთიათ საზარელ დევებს და ალქაჯები მისძახიან მიმავალ შერეს... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |