ვარდი მომეცით, ნამის ქარვებით,
დაე, შემერგოს თუნდაც არამად...
ისე მაჩუქეთ, ნუ დამზარდებით,
პოეტი ვარ და ფული არა მაქ!
ლექსზე გაგიცვლით, არ შემრჩა გროში,
ვარდი ხომ ტრფობის გზა და ხიდია!
ნუ დამაჯერებთ, ჩემს სამშობლოში
რომ სიყვარულიც გასაყიდია!
ტარიელ ჭანტურია - სუსტი ზომიერად
დავით წერედიანი - უდიდმეფონი
არჩილ კიტოშვილი - ჩემი ეპიტაფია
ანა კალანდაძე - ყვავილს შევჩივლებ...