ფიროსმანს
ბნელი სარდაფი, ღვინის ჭიქები, მხოლოდ გოლგოთა, აღარსად მდელო... და როცა შედგა იგი მწვერვალზე, მაშინ იხილა ის საქართველომ. სარდაფში ობლად დუღდა მაჭარი, და მოგონებებს შემორჩა ცოცხლად მირზაანელი "ლოთი" მხატვარი. საღებავების ცრემლი სდიოდა, რას ქვია მოკვდა! მან მიატოვა ეს უსუსური კაცობრიობა. სიობლისაგან ჩუმად კვნესოდა, შველას ითხოვდა თურმე ნიკალა, მაგრამ მისი ხმა არვის ესმოდა. მიმქრალ თვალებში მწუხრმა იძალა, ღვინის რუმბები ჩაიკრა გულში, დაემხო პირქვე და მიიცვალა. არც განბანება ცრემლთა მორევში, ვიდოდა ქვეყნად კაცი ობოლი და მიეძინა სიმარტოვეში... ფრთები აეშვათ დაბმულ არწივებს და კიბისძირში მკვდარი ნიკალა ანგელოსებმა გამოაცილეს... ნეტა ვინ ეძებს ნიკალას საფლავს, ის ეხლა ისევ მთვრალია ღვინით და მარგარიტას წამწამებს ხატავს. |