კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

თეთრად გადამოსილ კუბოს მოვერგები,

თეთრად გადამოსილს, სხვაი არ მჭირდება,

მუჭით მომაყრიან ლექსებს პოეტები

და ხმა მგლოვიარი ლექსად ატირდება,

თეთრად დამკრძალავენ, შეშლილ-მიცვალებულს,

ქალებს დაინახავთ თალხი თავსაბურით,

ვიღაც შემოიტანს ლექსთა ობოლ კრებულს,

ღმერთო, ეს კი როდის, ღმერთო, გაზაფხულით.

ვიღაც დაობლდება, გულით დათალხდება,

ვიღაც იმარტოვებს, ალბათ მართლა სულით,

ვიღაც მესაფლავეს კვლავ არ დათანხმდება,

ღმერთო, ეს კი როდის, ღმერთო, გაზაფხულით.

ვიღაც გამიხსენებს, ისევ დილა-სისხამს,

ვიღაც მომიგონებს ჟამით გარდასულით,

ვიღაც ჭაღარაზე ღვინოს გადაისხამს,

ჩემი მიცვალების თეთრი გაზაფხულით,

ვიღაც შესანდობარს მძიმე ცრემლით მოსცლის,

ვიღაც ლექსსაც იგლოვს, ჩემგან არდაწერილს,

ვიღაც მიწაყრილზე იებს გადაკოცნის,

ცრემლით დამძიმებულს, ქარით გადაწვენილს,

მე კი თოვლისფერულ კუბოს მოვერგები,

ხორცით დავეცემი, ხორცით, განა სულით,

საგზლად ჩამატანენ ლექსებს პოეტები,

ღმერთო ეს კი როდის?! ალბათ გაზაფხულით!

მსგავსი თემები